თორნიკე ოქრიაშვილი: მინდოდა, ისე მოეცა პასი, რომ მაკრატელათი დამერტყა, ამაზე ვფიქრობდი

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კრასნოდარის" ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი "სევილიასთან" (2:1) ევროპა ლიგის მატჩის შემდეგ ჟურნალისტებისთვის ყველაზე საინტერესო რესპოდენტი იყო.

მატჩის შემდეგ თორნიკესთან ჟურნალისტები მივიდნენ და იმ საოცარი გოლის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მან 88-ე წუთზე გაიტანა და "კრასნოდარს" გამარჯვება მოაპოვებინა.

შეგახსენებთ, რომ თითქმის მსგავსი გოლი 2 წლის წინ ოქრიაშვილმა მაკრატელათი "ზენიტს" გაუტანა და მაშინაც კრასნოდარელებმა მოგება ბოლო წუთებზე მოიპოვეს.

alt"კრასნოდარის" ფანებმა თორნიკე ოქრიაშვილის მაკრატელა სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს [VIDEO]

- ხომ არ შეგეშალათ? "ზენიტთან" მატჩი კვირას არის...

- "ზენიტსაც" გავუტანთ. ასე გამოვიდა, ძალიან მინდოდა...

როცა კლასონს ჰქონდა ბურთი, მინდოდა, ისე მოეცა პასი, რომ მაკრატელათი დამერტყა. ამაზე ვფიქრობდი. მან იდეალური პასი მომცა და ეს გამოვიყენე.

- ზუსტად ასეთ დაბრუნებაზე ოცნებობდით?
- რთულია, ასეთ დაბრუნებაზე იოცნებო. ეს შეუძლებელია, ასეთ გოლზე იფიქრო, გაიტან-ვერ გაიტან. ღმერთის წყალობით ასე გამოვიდა. პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე და მეორე, რომ როგორც იქნა, დავბრუნდი.

- თქვენ მხოლოდ მნიშვნელოვანი გოლები გაგაქვთ. შეგვიძლია კრასნოდარელი ედერი დაგიძახოთ?
- დამიძახეთ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.



altევროპა ლიგა. II ტური: ოქრიაშვილმა შესვლისთანავე "სევილიას" მაკრატელა გაუტანა და "კრასნოდარმა" გაიმარჯვა [VIDEO]

alt"კრასნოდარის" მეკარე: თორნიკე ოქრიაშვილს სხვანაირად გოლის გატანა არ შეუძლია

altsports.ru: ოქრიაშვილმა "სევილიას" მაკრატელათი გაურჭო - რით არ არის ბეილი ან რონალდო?

altესპანური პრესა ოქრიაშვილის გოლით აღფრთოვანებულია - გამაოგნებელი და გენიალური იყო

altsport-express: ოქრიაშვილი ჯადოქარია - ის მთელს ევროპას გააოცებს!

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგა ხანია ხმა წაარტვიტ ვიდეო გადმოცემებს)) რეკლამა კი უფრო დიდი ხმა მიეცა ვიდრე ადრე ქონდა თუნდაც შარშან,, რა ხდებაა??
Soso
12:22 05-10-2018
0

სიახლეები პოპულარული