Instat-ის ინდექსის მიხედვით, ქართველმა ფეხბურთელმა 357 ქულა დააგროვა და საერთო რეიტინგში მხოლოდ ზე ლუისს (358) ჩამორჩა.
მე-11 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" "როსტოვი" დაამარცხა (2:1), კვირკველიამ კი გოლის გატანა მოახერხა.
ქართველი მცველის გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში მეოთხე პოზიციას იკავებს. დღეს, 24 ოქტომბერს კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს "პორტოსთან" გამართავს.
კვირკველიამ "როსტოვთან" მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
საბა კვირკველიას აკრიტიკებენ - ძიუბას წინააღმდეგ საზიზღრად ითამაშა, მოზარდივით