nieuwsblad.be: "გენტმა" ჩაკვეტაძის ჰიტებით გაიმარჯვა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "გენტის" მიერ "შარლერუას" დამარცხებას (2:1)  nieuwsblad-ი გამოეხმაურა.

მატჩის მიმოხილვაში ხაზგასმულია ქართველი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის დიდებული თამაში და მის მიერ შესრულებული დუბლი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მწვრთნელის ივ ვანდერჰაგეს გადაყენების შემდეგ "გენტმა" ზედიზედ 2 მატჩი მოიგო და ეს ჩაკვეტაძის დამსახურებაა.

"გუნდის ახალი თავკაცის იეს ტორუპის ხელმძღვანელობით "გენტი" სრულიად სხვა სტრატეგიით ათამაშდა, ბურთის ფლობა ამ მატჩში უზარმაზარი ჰქონდა (72-28-ზე) და დამსახურებულად გაიმარჯვა.

მან შეგირდები ტაქტიკურადაც გადააწყო და ისე შემოერტყნენ მეტოქის საჯარიმოს, როგორც ხელბურთელთა გუნდის შემტევები. მისი გუნდი 11 ნოემბერს
ბრიუსელში ლიდერ "ანდერლეხტს" ხვდება და საინტერესოა, როგორ წარმოაჩენენ თავს. ქართველი ლეგიონერი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოედანს გოლის გატანის გარეშე არ ტოვებს".



მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთო მიეცი ჯანმრთელობა. ისე უტრავმოთ თამაშობს და მაგიც პროფესიონალიზმია, ცოდნა უნდა რა მაგასაც. თუ ასე გააგრძელა ამ ზამთარშივე შეიცვლის კლუბს. წინ კი გრანდებია. მგონი გვეშველა.არაბიძე ჩადგებოდეს ფორმაში და ერთი თამაში როგორ არ უნდა ათამაშონ სასტარტოში ჩაკვეტასთან ერთად. ვნახოთ ვნახეთ
ვასო
09:54 27-10-2018
1
ბრვო გიო............ გენაცვალე........
elgvisa
04:44 27-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული