ქართული ლეგიონის შაბათის მონაგარი - ლაშა დვალის გოლი

AutoSharing Option
შაბათს, 27 ოქტომბერს ჩატარებული მატჩებიდან, ქართველი ლეგიონერებიდან გატანილი გოლით მხოლოდ "პოგონის" მცველი ლაშა დვალი გამოირჩა.

იტალია. სერია A. მე-10 ტური. ემპოლი - იუვენტუსი 1:2. მასპინძელთა თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია.

უკრაინა. პრემიერლიგა. მე-13 ტური. კიევის არსენალი - შახტარი 0:3. სტუმართა ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ სრული მატჩი ჩაატარა, 58-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-13 ტური. პოგონი - ლეხი 3:0. 8 680 მაყურებელი. მასპინძელთა მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა, 41-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ლეხია - არკა 2:1. 25 066 მაყურებელი. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ლუკა ზარანდიამ.

პლოცკი - გლივიცე 1:1. მასპინძელთა რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი მერებაშვილი, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. 35-ე წუთზე ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

უნგრეთი. NB I. მე-12 ტური. მტკ ბუდაპეშტი - უჟპეშტი 1:0.  სტუმართა თავდამსხმელი გიორგი ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ფინეთი. ვეიკაუსლიგა. 33-ე ტური. როვანიემი - ილვესი 1:0.  მასპინძელთა ნახევარმცველი გიორგი გოროზია ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-8 ტური. რიო ავე - ჩავესი 1:0. მასპინძელთა ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა. ჩავესის რიგებში 90 წუთი ითამაშა ავთო ებრალიძემ.

რუსეთი. პრემიერლიგა. მე-12 ტური. ურალი - უფა 1:1. მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია სათადარიგოთა სკამზე იყო, ჯიმი ტაბიძე კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. 31-ე ტური. ჟეტისუ - ატირაუ 0:0. 2 000 მაყურებელი. მასპინძელთა მცველმა ლაშა კასრაძემ 90 წუთი ითამაშა.

აკტობე- ყიზილ-ჟარი 1:0. 800 მაყურებელი. სტუმართა გუნდის რიგებში ითამაშეს გიორგი ფოფხაძემ და შოთა გრიგალაშვილმა, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული