ლობჟანიძემ პარუნაშვილს წითელი ბარათი მიაღებინა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში საბა ლობჟანიძის "რანდერსი" საკუთარ მოედანზე ლაშა პარუნაშვილის "ესბერგთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩს 12-ათასიან "ბიონუტრია პარკზე" 2 679 მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ სტუმრებმა გაიმარჯვეს.

ორივე ქართველი ლეგიონერი ძირითად შემადგენლობაში იყო, 27-ე წუთზე პარუნაშვილმა ლობჟანიძესთან თამაშისას მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

იმ მომენტისთვის "ესბერგი" უკვე 2:0-ს იგებდა და ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა.

"ესბერგი" 24 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "რანდერსი" 15 ქულით მეთერთმეტეზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მალადეც!
არისტო
22:15 28-10-2018
0
საგოლ
diego
23:56 28-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული