სიომინი: კვირკველიას მებრძოლ ხასიათს აღვნიშნავ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში, კრასნოიარსკში მოგებული მატჩის (3:0) 51-ე წუთზე მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველს საბა კვირკველიას "ენისეის" თავდამსხმელმა არტურ სარქისოვმა ბუცის ქაცვით თავი გაუტეხა.

საბას სისხლდენა შეუჩერეს და მიუხედავად მიღებული ტრავმისა, მოედანი არ დატოვა და ბოლომდე ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ შეგირდი გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა შეაქო.

"მეტოქემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ჩვენ კი გამოვიყენეთ. სწორედ ესაა ფეხბურთი. ვერ გავუტანეთ "პორტუს" პირველ 20 წუთში გოლი და წავაგეთ.

კიდევ ჩემი ფეხბურთელების მებრძოლ ხასიათს აღვნიშნავ. რაღაც გამოგვდიოდა, რაღაც - არა. დაცვაში ვიბრძოდით, მოწინააღმდეგე ბევრს
გვიტევდა. თავგატეხილმა კვირკველიამ მოედანი არ დატოვა. დადებითი მომენტებია".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული