გიორგი ჩაკვეტაძემ ისევ გაიტანა გოლი, "გენტი" კი დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს ბელგიის ჩემპიონატის მე-13 ტურში "გენტი" სტუმრად დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან "მუსკრონთან" 1:3.

არადა, წინა ტურში გაცილებით ძლიერი "შარლერუას" ძლევის (2:1) შემდეგ ასეთ შედეგს არავინ არ ელოდა.

სტუმართა გუნდის ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე გაიტანა გოლი.

შეგახსენებთ, "შარლერუასთან" მატჩში ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. მან თავის კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, საქართველოს ნაკრებშიც გაიტანა გოლი.

"გენტი" 20 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 3 ნოემბერს "კორტრიკს" მასპინძლობს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ცუდად ითამაშა. სივრცეები შეუზღუდეს თუ არა დარჩა ისე.
გიორგი
31 ოქტომბერი 2018 10:15
16
გიორგი უკვე გცნობთ, დროა 'სახელი' გამოიცვალო.
გიორგი
31 ოქტომბერი 2018 15:13
0
Icit ra poziciaze itamsha?
Gio
31 ოქტომბერი 2018 03:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული