- პირველ რიგში, საინტერესოა, როდის შეძლებ დაბრუნებას და რეაბილიტაციის რა ეტაპზე ხარ?
- ამ დროისთვის მკურნალობის პროცესში ვარ. ყოველდღე უკეთესად ვგრძნობ თავს, მაგრამ კონკრეტული რიცხვი არ ვიცი დაბრუნების. როდესაც სრულიად გამოვჯანმრთელდები, ამის შემდეგ დავიწყებ ვარჯიშს და თამაშს.
- სანამ ტრავმას მიიღებდი, "ალმერიასთან" დაპირისპირების შემდეგ გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყევი. როგორა გაქვს ახალ მდგომარეობა გუნდში?
- რაც შეეხება ამ შემთხვევას, როგორც
- "სარაგოსა" მიმდინარე სეზონში ისე ვეღარ ასპარეზობს, როგორც წინაზე. ბოლო შეხვედრებია, კლუბს მოგება არ აქვს. რამ გამოიწვია ასეთი დისბალანსი?
- კონკრეტულად არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ყველაფერმა ერთად: ახალწვეულები, ახალი მწვრთნელი. ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ამას დაემატა სეზონის დაწყებამდე ბევრი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის ტრავმები. ახლა ახალი მწვრთნელი გვყავს და ვფიქრობ, გუნდი დალაგდება, შემდეგ კი გამოვა ამ მძიმე პერიოდიდან. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ამის დაძლევა.
- საქართველოს ნაკრებზე რომ გვითხრა, რა შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის და როგორ შეაფასებდი ნაკრების ბოლო თამაშებს?
- საქართველოს ნაკრების პროგრესი ნათლად მეტყველებს ბოლო თამაშებზე. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ასე რომ, ყველაფერი ჩვენს ხელშია და მჯერა, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.
რას ჰგავს ეს? - გიორგი პაპუნაშვილი შეცდომის გამო თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა არ დაინდეს
Eldesmarque.com: არავინ იცის, როდის მოახერხებს პაპუნაშვილი დაბრუნებას