Eldesmarque.com: არავინ იცის, როდის მოახერხებს პაპუნაშვილი დაბრუნებას

AutoSharing Option
"სარაგოსას" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა 28 სექტემბერს "ალბასეტესთან" მატჩში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი ქართველი ფეხბურთელის ტრავმას სტატიას უძღვნის:

"კვირები გავიდა და პაპუ ჯერ კიდევ არ ჩანს. ხანდახან ჩვეულებრივად ვარჯიშობს, ხანდახან ვერა. უცნაურია, რადგან არავინ იცის, როდის შეძლებს დაბრუნებას. ამის შესახებ არც მთავარ მწვრთნელ ლუკას ალკარესს აქვს პასუხი.

"მას ისევ ტკივილები აწუხებს. ის აღდგენით პროცესს გადის, რომელსაც თავისი წარმატებები და დაღმასვლები მოჰყვება. დაველოდოთ, როდის შეძლებს თუნდაც ცოტა ხნით თამაშს. დავაკვირდებით სიტუაციას და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას",
- ამბობს ალკარესი.

ერთი პერიოდი გიორგიმ სტაბილურად ვარჯიში დაიწყო. გაჩნდა იმედი, რომ "ტენერიფესთან" იქნებოდა, თუმცა ასე არ გამოვიდა. კოშმარია ისეთი ფეხბურთელის დაკარგვა, რომლის იმედიც გუნდს აქვს", - ვკითხულობთ ესპანური გამოცემის გვერდზე.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ის 5 მატჩში ითამაშა.

alt"სარაგოსას" მწვრთნელი შეუცვალეს, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი მოედანს უბრუნდება

altკარგი ამბავი: გიორგი პაპუნაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა


მომზადებულია Eldesmarque.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭების ასეთი ხშირი ტრამვები, მათი არაპროფესიონალიზმის ბრალია. ვიღაცამ უნდა ასწავლოს ფეხბურთელს, თუ როგორ უნდა ითამაშოს უტრავმოთ. დააკვირდით, ყველა ის ფეხბურთელი ღებულობს ტრავმას, ვინც ბურთს ზედმეტად ათრევს, პასს აგვიანებს და ყველას მოტყვილებას ცდილობს. ზედმეტი არაფერი ვარგა, არც ინდივიდუალიზმი, ამიტომ ღებულობენ ტრავმებს. აბა განსაჯეთ, იგივე დაემართა, ქინქლაძეს, ყენიას, ჭანტურიას, მჭედლიძეს, ოქრის, ჯანოს, ქვილითაიას. მათ მთელი დრო თრავმების მორჩენას მოანდომეს. ასეთი ფეხბურთელი დღეს არავის არ სჭირდება, მათზე დაყრდნობა გამორიცხულია. ეს პაპუს პირველი სერიოზული ტრავმაა და თუ ბოლომდე, 100 პროცენტით არ მოირჩენს არ უნდა ითამაშოს, თორე საბოლოოდ დაემშვიდობება დიდ ფეხბურთს.ცუდია, ძლივს ათამაშდა ბიჭი და , ტრავმა. კიდევ კარგი არჩევანი გვაქვს.მას კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ერთ ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, ვისაც ჩაკვეტაძისთვის კომპანიონობა შეუძლია. ახალი ბიჭებია ნაკრეში გამოსაცდელი ვაის, ნახეთ ებრალიძე, იქნებ გამოდგეს. კაცმა ცოლის თხოვა სცადაო
ვასო
17:20 30-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული