ბეგლარიშვილი თავისას არ იშლის - ესტონეთის ჩემპიონატზე ჰეთ-თიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესტონეთის პრემიუმ ლიგის 35-ე ტურში ტალინის "ფლორამ" ვიანდიში 3:1 დაამარცხა ადგილობრივი "ტულევიკი" და სამივე გოლი სტუმართა კარში ქართველმა შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა.

ბეგლარიშვილმა მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში, 38-ე წუთზე მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 52-ე წუთზე პენალტი გაიტანა.

მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობის 34 მატჩში 30 გატანილი გოლია.

"ფლორა" და "ნომე" 83-83 ქულით ლიდერები არიან, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე ბეგლარიშვილის გუნდია.

10 ნოემბერს "ფლორა" მესამეადგილოსან "ლევადიას" ხვდება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ ბიჭის უთამაშებლობა რა გახდა?! ერთხელ, ანდორსთან მაინც ათამაშეთ!
მერაბი
05 ნოემბერი 2018 11:39
0
ბეგლარიშვილი არის მწვრთნელის მიერ უსამართლოდ უგულვებელყოფილი ფეხბურთელი. ამას წყალი არ გაუვა. ნახევრადტრავმირებულ და უთამაშებელ თავდამსხმელებს იწვევს ნაკრების მწვრთნელი, რომლებიც თამაშში ვერ ერთვებიან და რეალურად თავდამსხმელის ფუნქციას ნახევარმცველები ასრულებენ (ვაკო, ჩაკვეტაძე, კანკავა...). ბეგლარიშვილი კი, ფაქტობრივად, არის ერთადერთი თავდამსხმელი, რომლის გამოძახების აუცილებლობასაც მწვრთნელს უნდა კარნახობდეს მისი სათამაშო პრაქტიკა - ბოლო წლებში სტაბილური თამაში, თავისი ქვეყნის ლიდერ გუნდში თამაში, ბომბარდირის ოფიციალური სტატუსი, გატანილი გოლების სტატისტიკა... მაგრამ მწვრთნელი მაინც ჯიუტად არ იძახებს მას ნაკრებში. ეს კი, რა თქმა უნდა, არის უსამართლობა.
ალეკო ცქიტიშვილი
04 ნოემბერი 2018 01:41
2
ერთხელ იყო ესტონეთთან გამოძახებული ცხადაძის დროს კიდევ მიეცით ერთი შანსი რა გახდა და თუ ვერ გაამართლებს გავჩერდებით ჩვენც და თვითონც
ზაქრო
04 ნოემბერი 2018 00:40
2
იქნებ ვაისს მიაწოდოთ ინფორმაცია დარწმუნებული ვარ არ იცის ამ ბიჭის შესახებ არაფერი არადა აშკარად გოლის ალღო აქვს დვალიშვილს ხომ ჯობია
Gio
04 ნოემბერი 2018 00:38
0
ადრე იყო გამოძახებულიო და არგამოდგაო,ეგრე მბაპე და ნეიმარი ბავშვობაში არმიიღეს ბარსაში...ჯგუფში პირველი გარანტირებული გვაქ,შეამოწმოს ანდორასთან,უბრალოდ ძალიან გვიჭირს თან თავდამსხმელები,არაქტიურობთ ჟურნალისტები,იყოს ვინმე მაფიოზას შვილი,ყოველთამაშსი ძირითადში იქნებოდა...იქნებ რაიმეს ვეღირსოთ დიდ ტურნირებზე და მსგავსი ფორვარდის არშემოწმება არამგონია სწორი მიდგომა იყოს
euhh
03 ნოემბერი 2018 23:18
2
აი მართლა ერთ ოფიციალურ თამაშში აი ანდორასთან მაგალითად გამოიძახოს ვაისმა, დარწმუნებული ვარ რო კაჭარავას მაინც აჯობებს, თუ ვაისს აქცენტი იმაზე აქ რო კაჭარავა უფრო ტარანული ტიპის ფორვარდია და მაღალ ბურთზე და ორთაბრძოლებზე უკეთესია, რამდენი მაღალი ბურთი აიღო და ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგო კაჭარავამ თამაშებში, ყველაზე უსუსტეს ანდორასთანაც კი ყველაზე ცუდად გამოიყურებოდა, და ათამაშონ ეს კაცი ცხრუ ცხრიანზე ან ვაკო აწიონდა ეს დააყენონ ვაკოს პოზიციაზე, აი ბოლო თამაშებში აშკარად შეეტყო ნაკრებს რო უფრო მოძრვი შემადგენლობით უკეთესად თამაშობს გუნდი, და ეს მამიკოს ბიჭი რა გახდა მიაბრძანონ საიდანაც მოაბრზანეს არბენინონ ცხინვალებში და რაგაცეებში სადაც დარბოდა , ბიჭოო როდის უნდა მივიდეს ეს ღვთისაგან კურტხეული საქართველო იმ დასკვნამდე რო , ძმაკაცობა და ახლობლობა და ნაცნობობა სუფრაზე , და საქმეს ისე მიუდგნენ როგორც უკეთესია.
ra gaxda erti dadzaxeba raa:)))
03 ნოემბერი 2018 21:15
4
Ratom ar ejitxebit vaiss jurnalistebo icis saertod am bichze romelic naxevar mcvelia da ukve 30 goli gaitana gamoidzacet nakrebshiiii
Emigranti
03 ნოემბერი 2018 21:15
4
იქნება ვინმემ დაწეროს , რატომ არ ხვდება ეს ბიჭი თუნდაც გაფართოვებულ შემადგენლობაში ? ესეთი სტაბილური ფორვარდი ბევრი არ გვყავს და ერთ შანსს მაინც იმსახურებს ჩემის აზრით . იქნება ჟურნალისტებმა დააყენოთ ეს საკითხი , დასვით კითხვები .
ATP 21
03 ნოემბერი 2018 20:10
3
ნაკრებში ბეგო ჩამოდი და გათამაშებენ რომ დაგინახავენ,ძირითადში ადგილი გარანტირებული გექნება
ბესო
03 ნოემბერი 2018 19:51
2
ჩაკვეტაძე მოხდებოდა ფლორას.
გელა
03 ნოემბერი 2018 19:43
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული