სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "სპარტაკმა" ტრნავაში 2:0 დაამარცხა პოდბრეზოვას "ჟელეზიარნე".
მასპინძელთა გუნდის ორივე ქართველი ლეგიონერი მწვრთნელმა რადოსლავ ლატალმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა - დავით სხირტლაძე 76-ე წუთზე შეცვალა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა და 90+2-ე წუთზე გოლი გაიტანა.
"სპარტაკი" 18 ქულით მე-6 ადგილზეა და 11 ნოემბერს პირველობის შემდეგ ტურში მიხალოვცეში "ზემპლინს" ხვდება, იქამდე კი 9 ნოემბერს ევროპა ლიგაზე ზაგრებში "დინამოს" დაუპირისპირდება.