ევროპა ლიგა. III ტური: ჭანტურიშვილმა და სხირტლაძემ "ტრანავას" ვერ უშველეს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე ტურში ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც იასპარეზეს.

"სპარტაკი" ტრნავაში ზაგრების "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა. არადა, 64-ე წუთამდე 1:0-ს იგებდა.  "სპარტაკის" ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი თანაგუნდელი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. "სპარტაკი" 3 ქულით მესამე დგილზეა და 9 ნოემბერს ზაგრებში "დინამოს" შეხვდება.

"დუდელანჟი" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსთან" 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ლევან ყენია 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. "დუდელანჟმა" სამივე თამაში წააგო და 9 ნოემბერს პირეოსში "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.

"ვორსკლამ" ბაქოში "ყარაბაღს" 1:0  სძლია. პოლტაველთა ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია,
მცველი ანდრო გიორგაძე კი განაცხადში არ იყო. უკრაინული გუნდი 3 ქულით მესამე ადგილზეა და 9 ნოემბერს "ყარაბაღს" უმასპინძლებს.

"არსენალმა" "სპორტინგს" 1:0 მოუგო და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია, ამასთან ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-11 გამარჯვება იზეიმა. ასეთ შედეგს "მეთოფეებმა" ბოლოს 11 წლის წინ მიაღწიეს.


A ჯგუფი
ციურიხი - ლევერკუზენი 3:2
გოლები: 1:0 მარჩესანო (44), 1:1 ბელარაბი (49), 1:2 ბელარაბი (53), 2:2 დომგონი (59), 3:2 ოდეი (78)

აეკ - ლუდოგორეცი 1:1
გოლები: 0:1 ლუკოკი (7), 1:1 ლარენა (25)

B ჯგუფი
ზალცბურგი - რუსენბორგი 3:0
გოლები: 1:0 დაბური (35), 2:0 ვოლფი (54), 3:0 დაბური (59, პენ)

ლაიპციგი - სელტიკი 2:0
გოლები: 1:0 კუნჰა (31), 2:0 ბრუმა (35)

C ჯგუფი
კოპენჰაგენი - სლავია 0:1
გოლი: 0:1 მატუშეკი (46)

ზენიტი - ბორდო 2:1
გოლები: 0:1 ბრიანდი (26), 1:1 ძიუბა (40), 2:1 კუზიაევი (85)
გამოუყენებელი პენალტი: ძიუბა (53)

D ჯგუფი
ტრნავა - დინამო (ზ) 1:2
გოლები: 1:0 გჰორბანი (32), 1:1 გავრანოვიჩი (64), 1:2 ორსიჩი (77)

ანდერლეხტი - ფენერბაჰჩე 2:2
გოლები: 1:0 ბაკალი (35), 2:0 ბაკალი (50), 2:1 ფრეი (53), 2:2 კალდრიმი (57)

E ჯგუფი
სპორტინგი - არსენალი 0:1
გოლი: 0:1 უელბეკი (78)

ყარაბაღი - ვორსკლა 0:1
გოლი: 0:1 კულაჩი (48)

F ჯგუფი
მილანი - ბეტისი 1:2
გოლები: 0:1 სანაბრია (30), 0:2 ლო ჩელსო (54), 1:2 კუტრონე (83)
გაძევება: კასტილეხო (90+4, მილანი)


დუდელანჟი - ოლიმპიაკოსი 0:2
გოლები: 0:1 ტოროსიდისი (66), 0:2 ფორტუნისი (81)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული