ჩაფხუტიანმა კვირკველიამ ბოლომდე იბრძოლა და "ლოკომოტივს" გამარჯვებაში დაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ლოკომოტივმა" მოსკოვში ტულის "არსენალი" 3:1 დაამარცხა, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა და 24 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.

ამ შეხვედრაში ჩაფხუტით შეუცვლელად ითამაშა "ლოკოს" მცველმა საბა კვირკველიამ, რომელსაც "ენისეისთან" მატჩში თავი გაუტეხეს და 12 ნაკერი დაადეს.

"არსენალის" მცველმა გია გრიგალავამაც შეუცვლელად იასპარეზა.

"რკინიგზელები" 7 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "პორტუს" ხვდებიან, ხოლო 11 ნოემბერს რუსეთის პირველობაზე ყაზანში "რუბინს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული