რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "უფამ" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა მოსკოვის "სპარტაკი".
უფაში ციოდა, ტემპერატურა -9 გრადუსი იყო და თავისი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე 10 284 მაყურებელი მივიდა.
მასპინძელთა გუნდის მარცხენა მცველმა ჯიმი ტაბიძემ დაცვით ფუნქციებსაც გაართვა თავი, შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა და ორივე გოლი მისი გადაცემით გავიდა.
რაც შეეხება "სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს, ისევ არ იყო განაცხადში.
"სპარტაკი" 19 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო "უფა" 14 ქულით მეთოთხმეტეზე.