
ლუქსემბურგის ნაციონალ დივიზიონის მე-11 ტურში "დუდელანჟმა" საკუთარ მოედანზე "ეტზელა" 4:2 დაამარცხა და ამ მატჩში გოლი 49-ე წუთზე ლევან ყენიამ გაიტანა.
ყენიამ "დუდელანჟში" პირველი გოლი გაიტანა.
"დუდელანჟი" 22 ქულით მე-2 ადგილზეა და 22 ნოემბერს სტუმრად "ვიკტორიას" ხვდება, შემდეგ კი, 29 ნოემბერს ევროპა ლიგაზე "სან სიროზე" "მილანს" დაუპირისპირდება.