დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" სტუმრად პოლტავის "ვორსკლა" ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ქართველმა მცველმა კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

უკრაინულმა სპორტულმა გამოცემა Football.ua-მ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

"იქიდან გამომდინარე, რომ დავით ხოჭოლავამ "ვორსკლას" სახიფათო ფორვარდ კოლომოეცს განძრევის საშუალება არ მისცა,  "შახტარის" დაცვის ცენტრში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ის პოზიციას კარგად არჩევდა და კრივცოვს კარგ პარტნიორობას უწევდა. შედეგად, პოლტაველმა მოთამაშეებმა უპირატესობას მხოლოდ რამდენჯერმე მიაღწიეს." - წერს გამოცემა.

25 წლის დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში უკრაინის პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

alt

დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურშია" style="height: 50px; width: 50px;" />დავით ხოჭოლავა ტურის სიმბოლურში დაასახელეს

altანდრეი პიატოვი: დავით ხოჭოლავა ჩემი მტერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მერამდენედ ხვდება ეს ბიჭი სიმბოლურში, აშკარად მეტიც შეუძლია და ჩაანაცვლებს კიდევაც ცოტა ხანში კაშოს :))))
მიქა
17:09 12-11-2018
3
სიმბოლური კარგია, მაგრამ რეალურში რომ მოხვდება წარმატება ეგ იქნება
სიმბოლიზმი vs რეალიზმი
17:09 12-11-2018
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული