როგორც შვედური Expressen.se წერს, კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. გიორგი ხარაიშვილი ამ ეტაპზე "გეტებორგში" "საბურთალოდან" იჯარის წესით ასპარეზობს.
"გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგს" "საბურთალოდან" შეუერთდა. 22 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა - მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლითაც ხელშეკრულების გაგრძელება 3,5 წლითაა შესაძლებელი. ხარაიშვილს კარგი სეზონი აქვს სუსტ გუნდში. მან ყველაზე მეტი - 9 გოლი გაიტანა. ბოლო ტურში
"გეტებორგი" აპირებს გამოიყენოს შესაძლებლობა და ქართველი გუნდში დატოვოს, ამისთვის კი დაახლოებით 3 მილიონი კრონი იქნება საჭირო (300 000 ევრო). ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია.
"ის ახლა ეროვნულ გუნდთან ერთადაა და როცა დაბრუნდება, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ" - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა იონას ოლსონმა.
გიორგი ხარაიშვილი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. ის გასულ წელს საქართველოს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან "საბურთალოს" რიგებში 94 ჩატარებულ მატჩში 43 გოლი გაიტანა და ისეთ კლუბებს დაუკავშირეს, როგორებიცაა დანიური "ბრონდბიუ" და ჰოლანდიური "ვიტესი".
ჯერჯერობით ის საქართველოს ნაკრებთან ერთად ანდორასა და ყაზახეთთან მატჩებისთვის ემზადება" - ვკითხულობთ Expressen.se-ზე.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი ხარაიშვილი, თუმცა ფაქტია, რომ შვედურ კლუბს მასთან კონტრაქტის გაფორმება სურს.
გიორგი ხარაიშვილმა პენალტი პანენკას სტილში გაიტანა [VIDEO]
ხარაიშვილმა პენალტი გაიტანა, მისი "გეტებორგი" კი დამარცხდა [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: ხარაიშვილის საჯარიმომ უგოლო კვირას გადაგვარჩინა [VIDEO]