Sport.es: ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა

AutoSharing Option
კატალონიური სპორტული გამოცემა Sport.es, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ "ბარსელონას" დაინტერესების შესახებ პირველმა დაწერა, ქართველ ფეხბურთელზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

"როგორც სამშაბათის გამოცემაში აღვნიშნეს, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ახალი იმედია. "ბარსელონა" წელიწადზე მეტია, მის პროგრესს აკვირდება და აინტერესებს, რამდენად გაამართლებს იმ წარმოდგენებს, რაც მის შესახებ არსებობს. ქართველმა შემტევმა გამოცდა შესანიშნავად ჩააბარა და საქართველოს ნაკრების რიგებში ანდორასთან ერთადერთი გოლის ავტორი გახდა" - ვკითხულობთ Sport.es-ზე.

"ბარსელონას" დაინტერესების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. კატალონიური გრანდის სკაუტები ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს დაესწრნენ.

alt"გენტი" "ბარსელონას" ინტერესს

ადასტურებს: ვიცოდით, რომ "ბარსელონა" ჩაკვეტაძეს აკვირდებოდა

altsport.es: "ბარსელონა" ჩაკვეტაძით დაინტერესდა და მის თამაშზე დასაკვირვებლად ანდორაში სკაუტებს გაუშვებს!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თავის დროზე უთხრა უარი ბაიერნს და მანჩესტერს
გიო
17 ნოემბერი 2018 23:24
0
რა გამოცდა ჩააბარა, უსუსტესად გამოიყურებოდა. ასეთი თუ ბარსელონას სჭირდება აღარ ყოფილა საშველი.
ჰმ!
17 ნოემბერი 2018 14:43
4
Video dadet haves goli hagezinat
Bajo
16 ნოემბერი 2018 16:45
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული