სფფ-სგან მივიწყებულ ზაურ მახარაძეს ერთი პრობლემა მოეხსნება - მის კონკურენტს "ტრაბზონსპორი" შეიძენს

AutoSharing Option
ანდორასთან ერთა ლიგის მატჩის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს ნაკრებში მეკარის საკითხი და ზაურ მახარაძე გაგვახსენდა, რომელიც 24 მაისს საქართველოს მოქალაქე გახდა და დღემდე ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსება არ დაუცავს.

ის გაზაფხულზე დონეცკის "ოლიმპიკიდან" ლუგანსკის "ზორიაში" გადავიდა, სადაც მონაცვლეობით უწევს თამაში 31 წლის ბრაზილიელ ლუის ფელიპესთან (ქვედა ფოტოზე).

უკრაინული პრესის ცნობით, მალე ლუის ფელიპეს "ტრაბზონსპორი" შეიძენს და მახარაძეს კონკურენტი არ ეყოლება და ერთი პრობლემა მოეხსნება, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დაადგეს მის ჯვაროსნებში თამაშს საშველი?

ადრე მახარაძემ თქვა,
რომ ფიფაში საბუთები იყო მოსაწესრიგებელი და ამიტომ გაუჯანჯლდა დებიუტი, თუმცა მას შემდეგ უკვე 6 თვე გავიდა.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯობია პრობლემა ჩვენ მოვიხსნათ და დროზე გაუფორმოთ საბუთები.
emigranti
14:40 17-11-2018
1
ამ ადამიანზე რა ხდება ბოლოს და ბოლოს ? ასე ძნლია კითხოთ ჟურნალისტება ან კობიაშვილს ან იაშვილს ? ან მუჯირს :(
ტროა
10:48 17-11-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული