ბითაძე ხორვატებმა ვერ გააჩერეს - "ციბონას" 28 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ვარსკვლავად ყალიბდება და მის ნეიტრალიზებას მეტოქეები ვეღარ ახერხებენ.

ადრიატიკის ლიგის მე-9 ტურში გოგას "მეგა ბემაქსმა" საკუთარ მოედანზე 82:80 დაამარცხა "ციბონა" და ზაგრებელებს 28 ქულა ქართველმა ლეგიონერმა ჩაუგდო.

ბითაძემ 28:50 წუთში 13-დან 9 ორქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, 6-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს და სარგებლიანობის 34-იანი კოეფიციენტით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"მეგა ბემაქსი" 7 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და 10 დეკემბერს მონტენეგროში "ბუდუჩნოსტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული