ზარანდიას ვერ აკავებენ - დუბლი შეასრულა და ეს ბიჭი ნაკრებში თამაშს იმსახურებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ნოემბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" გდინიაში 4:1 დაამარცხა კრაკოვის "ვისლა".

ლუკამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა, საერთოდ, თავის გუნდში თამაში მიჰყავს და როდესაც შეხვედრის დასასრულს შეცვალეს, გულშემარკივრებმა ოვაციებით გააცილეს..

ზარანდიამ ქვეყნის პირველობის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის კარგად ასპარეზობს, ახალგაზრდაა, პერსპექტიულია და საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

"არკა" 23 ქულით მე-9 ადგილზეა და 30 ნოემბერს ბილოსტოკში "იაგელონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ჯერ კიდევ 17 წლამდელებიდან ვიცი ლუკა, მახსოვს რუსეთთან გვქონდა თამაში ცენტრიდან დაიწყო, მთელი გუნდი მოატყუა და გოლი შეაგდო. მოკლედ ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა გვყავს, ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ.
giga
27 ნოემბერი 2018 00:45
1
აუცილებლად უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი ნაკრებში

ძალიან მეიმედება ამ ბიჭის
თემო
27 ნოემბერი 2018 00:35
0
დიდი ხანია ვიძახი რო იმსახურებს ნაკრებში შანსს და არა 5 წუთით შესვლას. ვფიქრობ ნაკრებში ძირითადის მოთამაშეც უნდა გახდეს
ქართველი
27 ნოემბერი 2018 00:07
0
4-1 მოიგეს
გიო777
27 ნოემბერი 2018 00:00
0
ვაისი ჩვენი დონის ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელია,მაგრამ ძალიან მინდა ამ ბიჭს შანსი მიცეს.დარწმუნებული ვარ დაამტკიცებს თავის ნიჭიერებას.
1
26 ნოემბერი 2018 23:26
4
ლუკა დიდი ხანია იმსახურებს ნაკრებში თამაშს...ვაისი კი ერთი საშუალო დონის მშიშარა მწვრთნელია და ჩვენი გუნდი მეტს იმსახურებს. კაჭარავას რაც შეუძლია კარგად ხედავს, შემცვლელად ისევ დვალიშვილს იძახებს და ლუკას სკამს ახეხინებს. სანაკრებო სიტუაციას აჩვევს?..ვაი ამის პატრონს! ფედერაცია კი მხარს უჭერს, ან სულაც მისი გადაწყვეტილებით აყენებს შემადგენლობას ვაისი. არაბიძე მოიძულა საერთოდ, გიო კი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ პირში მთქმელი. მეტყვის ზოგი ჯგუფი მოიგოო. ამ ჯგუფს ნებისმიერი ქართველი მწვრთნელი მოიგებდა. 6 თამაში ჩაატარა გუნდმა და ერთი დამუშავებული სტანდარტული სატუაცია თუ დაგინახავთ გამახსენეთ. კიდევ ბევრს ჩამოგითვლიდით, მარა თუ ფეხბურთში ცოტაოდენ ერკვევით თქვენც კარგად ხედავთ...ჰოდა კარგი მწვრთნელი ყოფილა თურმე.
emigranti
27 ნოემბერი 2018 03:11
7

სიახლეები პოპულარული