ზარანდიას ვერ აკავებენ - დუბლი შეასრულა და ეს ბიჭი ნაკრებში თამაშს იმსახურებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ნოემბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" გდინიაში 4:1 დაამარცხა კრაკოვის "ვისლა".

ლუკამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა, საერთოდ, თავის გუნდში თამაში მიჰყავს და როდესაც შეხვედრის დასასრულს შეცვალეს, გულშემარკივრებმა ოვაციებით გააცილეს..

ზარანდიამ ქვეყნის პირველობის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის კარგად ასპარეზობს, ახალგაზრდაა, პერსპექტიულია და საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.

"არკა" 23 ქულით მე-9 ადგილზეა და 30 ნოემბერს ბილოსტოკში "იაგელონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვაისი ჩვენი დონის ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელია,მაგრამ ძალიან მინდა ამ ბიჭს შანსი მიცეს.დარწმუნებული ვარ დაამტკიცებს თავის ნიჭიერებას.
4
ლუკა უნიჭიერესია მართლა, მაგრა ვფიქრობ 2 რამეს უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება: უნდა ისწავლოს მარტივად თამაში, ნაკლებად ეგოისტი უნდა იყოს მინდორზე და მეორე უფრო მეტი უნდა იმუშაოს მოედანზე, ფუნქციონალურად მეტად მოემზადოს, დაცვაში დროულად ჩამოვიდეს და შეტევაშიც შესაბამისად... ამ შემთხვევაში ვფიქრობ ლუკა თავისუფლად ითამაშებს 1-2 წელიწადში გერმანიის საშუალოზე მაღალი დონის გუნდში, ბურთით ლუკა არავიზე ნაკლები არაა, არც ჩაკვეტაძეზე და არც ოქრიაშვილზე. წარმატებები ლუკა და თუ ამ ყველაფერს დროზე მიხედავს, ნაკრებში კაი ხნით დაიჯავშნავს მარჯვენა შემტევის ადგილს. წარმოდგენაც მიჭირს ასეთი შემადგენლობის შემთხვევაში : მეკარე? კაკაბაძე კვირკველია კაშია ტაბიძე, კანკავა-ჯანო, ჩაკვე - ოქრი - ზარანდია, წინ მჭედლიძე ფორმაში... რა დღეში ჩავაგდებთ ც დივიზიონში ნაკრებების უმეტესობას. წარმატებები ბიჭებს!!!
iolasha
01:51 27-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული