4 დეკემბერს ბელგიის სამეფო თასის მერვედფინალში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" მეორე ლიგის ლიდერი "ბეერსხოტი" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მეორე გოლი მცველმა სიგურდ როსტედმა მისი გადაცემით 43-ე წუთზე გაიტანა, 90+1-ე წუთზე კი თავად დალაშქრა მეტოქის კარი.
"გენტი" თასის 1/4 ფინალში გავიდა, ხოლო რაც შეეხება ჩემპიონატს, ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის (ამჟამად მერვე ადგილზეა) და 9 დეკემბერს "ეუპენს" მასპინძლობს.
გიორგიმ ქვეყნის პირველობის 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა.