sportmagazine.be: როგორ გახდა უეცრად გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი

AutoSharing Option
ბელგიური ვებგვერდი sportmagazine.knack.be "გენტის" ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატიას სათაურით "როგორ გახდა უეცრად გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი" აქვეყნებს.

სტატიაში ასევე მოყვანილია გიორგი ქვილითაიას კომენტარები, რომელიც ჩაკვეტაძეს ახასიათებს.

"საქართველოს ნაკრებში ხმაურიანი დებიუტის შემდეგ "გენტის" დრიბლიორს ისეთი თანამემამულეების გვერდით ახსენებენ, როგორებიცაა შოთა არველაძე, თემურ ქეცბაია და გიორგი ქინქლაძე.

ხუთი გოლი 7 საერთაშორისო მატჩში შთამბეჭდავი სტატისტიკაა, რომელსაც ჩაკვეტაძე ვერ წარმოიდგენდა. 24 მარტს ლიეტუვასთან (4:0) მატჩში დებიუტი ჰქონდა და ეგრევე გაიტანა. საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "გენტის" ტალანტის ისტორიაში შესვლას შეუწყო
ხელი, მას შემდეგ, რაც გიორგიმ ერთა ლიგის პირველ მატჩში ყაზახეთის ნაკრებს გაუტანა.

"ამ გოლების შემდეგ ის ნამდვილად ცნობილი გახდა", - ამბობს გიორგი ქვილითაია, რომელიც მისი თანაგუნდელია "გენტში".

"ადრე ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავდა. ზოგიერთ მათგანს კარგი კარიერა ჰქონდა ბუნდესლიგაში, პრემიერლიგაში ან სერია A-ში. ვფიქრობ, ის ლევან კობიაშვილს, შოთა არველაძეს, კახა კალაძეს, თემურ ქეცბაიასა და გიორგი ქინქლაძეს გაუთანაბრდება.

მაგრამ ის არასდროს გახდება ღია წიგნი, რადგან გიორგის ჟურნალისტები არ უყვარს, საქართველოშიც კი. მე მისი მფარველის როლში გამოვდივარ, ვცდილობ, მას პროფესიონალურად, სპორტულ ცხოვრებაში და არამარტო დავეხმარო, რადგან საზღვარგარეთ ყოფნის გამოცდილება მაქვს", - ამბობს ქვილითაია.

ჩაკვეტაძე ძალიან ამაყობს თავისი მიღწევებით ქვეყანაში. ის ხშირად აჩვენებს საკუთარ ბელგიელ ნაცნობებს Youtube-ზე თავის გოლებს. გარდა ამისა, ნიჭიერი მოთამაშე პლანშეტით მათ საქართველოს ფოტოებსაც ათვალიერებინებს, რადგან ის ამაყობს თავისი წარმოშობით.

ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" ანდორასთან ერთა ლიგის მატჩზე ჩაკვეტაძის დასაკვირვებლად სკაუტები გაგზავნა. ამ ამბავს "გენტში" ნერვიულობა არ გამოუწვევია.

"ჩემთვის გიორგის თამაშის დონის ამაღლება გაკვირვებას არ იწვევს", - ამბობს გენერალური მენეჯერი მიჩელ ლოვეჯი.

ინტერესი მის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ერთა ლიგის ბოლო მატჩში ჩაკვეტაძემ ყაზახეთს კვლავ გაუტანა და საქართველომ 2:1 მოიგო.

ჩაკვეტაძემ ბოლო მატჩი 10-ნომრიანი მაისურით ითამაშა, რომელიც მის თანაგუნდელს, გიორგი ქვილითაიას ეკუთვნის. ჩაკვეტაძე ყაზახეთთან 93-ე წუთზე შეცვალეს და "დინამო არენაზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა ის ოვაციებით გააცილა".

altთანაგუნდელი ჩაკვეტაძეზე: ამჯერად ეს გიორგის გოლი იყო

altგიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და "გენტი" თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ოქრიაშვილი და ანანიძე მეორეხარისხოვან რუსული ჩემპიონატის კლუბებში შეცვლაზე გამოყავთ.რა ტალანტებზეა ლაპარაკი.საერთოდ ყველაზე სუსტ ნაკრებებთან მოგებაზე ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა არ გვეკადრება.
ასეა ეს
12:57 06-12-2018
5
დიეგო, კი, არაბიძე "განსაკუთრებით". რაც შეეხება ანანიძეს,-კომენტარის გარეშე. ღმერთმა ჯანოს ჯანი მისცეს, არაც ასე აკლია.
giga gigaia
10:09 06-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული