5 დეკემბერს "ანორთისისმა" კვიპროსის თასის 1/8 ფინალში გასვლაზე 7:0 სძლია მე-2 დივიზიონის ჩლორაკას "აკრიტასს" და ამ შეხვედრაში დუბლით თავი ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა.
მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა კაჭარავა შეუცვლელად ათამაშა, მან გოლები 84-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა და ამას გარდა, საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ნიკა ფამაგუსტურ გუნდში პოლონეთის "კორონადან" ზაფხულში გადავიდა, აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი და ნავსი გატეხა.
მან ჩემპიონატის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და უმეტესად შეცვლაზე შეჰყავდათ.
თვიონ დაბალი დონის გუნდშია და მერე ვის შეუგდო დუბლი ჭჭ კლასს და სხვა მოძრაობებს შეხედე ადამიანი გასულია
საერთოდ საფეხბურთო არიალიდან