ნიკა კაჭარავამ ჩემპიონატზეც გაიტანა გოლი

AutoSharing Option
"ანორთოსის" ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ ისევ დაიწყო გოლების გატანა.

კვიპროსის თასზე "აკრიტასთან" შესრულებული დუბლის შემდეგ მან გოლი ჩემპიონატზეც გაიტანა.

ქვეყნის პირველობის მე-12 ტურში "დოქსასთან" მოგებულ საშინაო მატჩში (3:1) კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში დააყენეს და გოლი 81-ე წუთზე გაიტანა. ამას გარდა, მან პენალტიც მოინადირა და საერთოდ, ძალიან აქტიური იყო.

ეს მიმდინარე პირველობაზე მისი პირველი გოლია.

ასევე სასტარტოში იყო ნიკას თანაგუნდელი ბექა მიქელთაძე და 74-ე წუთზე შეცვალეს.

"ანორთოსისი" 19 ქულით მე-6 ადგილზეა და 15 დეკემბერს "პაფოსს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი თამაში ჩაუტარებია, რამდენიმე საგოლე პასი გააკეთა და ვერ გაიტანეს, თვითონაც ქონდა მომენტი, პენალტიც მოინადირა, ბოლოს გოლიც გაიტანა. ჩადგება ფორმაში და ბევრ გოლს გაიტანს
ქომაგი
21:18 09-12-2018
2
ბრავო, მაგრად ითამაშა :) მიქელთაძე ორჯერ ცარიელ კართან დატოვა 5 მეტრში და კარის ჩარჩოში ვერ ახვედრებს ის =))))) საღოლ მართლა მაგარი თამაში ჩაატარა
Tbiliseli
21:48 09-12-2018
2

სიახლეები პოპულარული