![](https://sportall.ge/pictures/image31/a904dfabe0e1ef14f409609a19ef67dc.jpg)
პლოცკის "ვისლას" ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი პოლონეთის პირველობის საიტმა მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
მან "კორონასთან" კელცეში ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) დუბლი შეასრულა.
გიორგიმ გოლები მე-17 და 91-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
მერებაშვილი სიმბოლურში ამ სეზონში პირველად მოხვდა.
![გიორგი მერებაშვილი ექსტრაკლასას მე-18 ტურის სიმბოლურში Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f3846ceae066622c9f32cee83bff1530.jpg)
ლეგიონის უქმეები: მერებაშვილის ბენეფისი, ქართველების 5 გოლი და ანანიძის დაბრუნება [VIDEO]