
პლოცკის "ვისლას" ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი პოლონეთის პირველობის საიტმა მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
მან "კორონასთან" კელცეში ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2) დუბლი შეასრულა.
გიორგიმ გოლები მე-17 და 91-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
მერებაშვილი სიმბოლურში ამ სეზონში პირველად მოხვდა.

ლეგიონის უქმეები: მერებაშვილის ბენეფისი, ქართველების 5 გოლი და ანანიძის დაბრუნება [VIDEO]