მერებაშვილმა დუბლით "ვისლას" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა.

ექსტრაკლასას მე-18 ტურში პლოცკის ვისლა" კელცეში "კორონას" დაუზავდა - 2:2.

ამ შეხვედრაში, რომელსაც 5 326 მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ და მერებაშვილმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. ბოლო გოლი მან 90+1-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

მან პოლონეთის მიმდინარე პირველობის 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

"კორონას" ნახევარმცველი ვატო არველაძე განაცხადში არ იყო.

"ვისლა" 19 ქულით მე-11 ადგილზეა და 14 დეკემბერს კრაკოვის "ვისლას" მასპინძლობს.

altგიორგი მერებაშვილი: ჩემი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, ევროპაზე უნდა გავიდეთ

altმერებაშვილმა

"შლიონსკს" გოლი გაუტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული