"თუ ასე გაგრძელდა, TOP კლუბში ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ"

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა Voetbalnieuws.be-ის ინფორმაციით, იტალიური "რომა" ახალ ფეხბურთელებს ჰოლანდიასა და ბელგიაში ეძებს და სიაში რამდენი ფეხბურთელთან ერთად 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეც იმყოფება.

მათი ცნობით, "რომას" წარმომადგენლები ხუთ ფეხბურთელს აკვირდებიან, მათ შორის: გოიკო სიმიროტს ("სტანდარტი"), სანდერ ბერგეს ("გენკი"), რაზვან მარინს ("სტანდარტი"), ერიკ გუტიერესს (პსვ) და გიორგი ჩაკვეტაძეს ("გენტი").

"გიორგი ჩაკვეტაძით "რომაა" დაინტერესებული. ახალგაზრდა ქართველის მიმართ, იტალიელთა გარდა, ინტერესს "დორტმუნდი", "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "ლაციო" და სხვა უამრავი კლუბი იჩენს.

"გენტს" ჩაკვეტაძის შენარჩუნება გაუჭირდება. თუ მომავალ თვეებში ის კარგად თამაშს გააგრძელებს, ზაფხულში TOP კლუბში
ტრანსფერი შეგვიძლია უკვე შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ" - ვკითხულობთ Voetbalnieuws.be-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიური "გენტის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს

alt"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა გააწყალეთ გული, როცა მოხდება მაშინ დაწერეთ, ნუ გგონიათ, რომ თქვენს ყოველდღიურ ყურადღებას ახალგაზრდას მიმართ რაიმე სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის, ძალიან ცებით...ეხლა რა დღეში ხართ და მერე ახალ გუნდში ყოველ გაფაფხურებაზე ააჭრელებთ გვერდს "არაჩვეულებრივი", "ბრწყინვალე", "გადასარევი", "ფინტების კასკადი", "ფანტასტიკური ბურთს მიღება" და ა.შ...არ მოგბეზრდათ?!
emigranti
15:07 12-12-2018
13
შევედი თქვენს მიერ მოწოდებულ ბელგიურ საიტზე და წავიკითხე ინფორმაცია ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესახებ. საინტერესოა, ბელგიური საიტი ქართულ წყაროებს ეყრდნობა როცა აცხადებს ჩაკვეტაძის სავარაუდო ტრანსფერების შესახებ, მაშინ როცა თქვენ ამ ბელგიურ წყაროს ეყრდნობით. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანაო თქვენზეა ნათქვამი.
ნუ სტყუით
12:53 12-12-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული