კაჭარავამ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე "პაფოსს" დაუზავდა - 2:2 და კვლავ გამოიჩინა თავი ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ.

"ანორთოსისის" მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა კაჭარავა და მან ისევ დალაშქრა მეტოქის კარი. ნიკამ ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, სტრეპელმა 75-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

"ანორთოსისი" 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 23 დეკემბერს აელ-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
შედის ფორმაში და კარგია ნაკრებისთვის. აქვს ამ ბიჭს პერსპექტივა, მეტი შეუძლია.
ქომაგი
23:36 15-12-2018
4
შევიდა ფორმაში, წარმატებები ;)
გია
23:23 15-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული