თორნიკე ოქრიაშვილის აგენტი: მას არ აწყობდა ის სათამაშო დრო, რომელიც ეძლეოდა

AutoSharing Option
თემურ ლეფსაიამ, რომელიც "კრასნოდარის" ყოფილი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა კონტრაქტისთვის ხელის მოწერის დროს, ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი ხელშეკრულების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. ოქრიაშვილს არ აწყობდა ის სათამაშო დრო, რომელიც ეძლეოდა. "კრასნოდარის" ხელმძვანელობის მადლობლები ვართ, რომ გაგვიგეს. მადლობა, რომ თავის დროზე "კრასნოდარმა" ნდობა გამოხატა და ოქრიაშვილი გუნდში მიიწვია.

"კრასნოდარი" სუპერკლუბია, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზეა. სერგეი გალიცკისა და ვლადიმირ ჰაშიგის მადლობლები ვართ, რომ ჩვენს ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადეს. ვფიქრობ, ამის გამო არ ნანობენ.

ოქრიაშვილს კლუბისთვის
ცოტა სარგებელი არ მოუტანია. ასევე, მან კრასნოდარელ გულშემატკივრებს ემოციური მომენტები აჩუქა. "ზენიტისა" და "სევილიას" კარში გატანილი გოლები ყველას გვახსოვს. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ამიტომ "კრასნოდარის" ხელმძღვანელობამ მას გაუგო და ორმხრივი შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღეს.

ოქრიაშვილი ამბიციური ადამიანია. მას მოედანზე მაქსიმალურად დიდი ხნით სურს ყოფნა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა და დაშორდნენ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კრასნოდარელ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის თბილად ექცეოდნენ თორნიკეს.

ახლა ოქრიაშვილი შვებულებაშია, მისი საქმეებით ჩვენ ვართ დაკავებულნი. რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი არის, როგორც რუსული, ისე ევროპული კლუბებიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სამსახურის გარეშე ის არ დარჩება", - თქვა ლეფსაიამ.

alt"კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

მომზადებულია Sport24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროდ ამის კარიერა უკვე ქვემოთ მიდის დიდი ხანია და თავისი პიკი გაიარა უკვე.
???
18 დეკემბერი 2018 11:39
1
ოქრი გადმო დინამოში სანამ ფორმაში შეხვალ
112233ტეტ
18 დეკემბერი 2018 10:02
1
ნაკრებში სულ ჯიგრით თამაშობს
მარტო ამის გამო იმსახურებს პატივისცემას
Domenti
17 დეკემბერი 2018 22:06
5
რონალდო წავიდა, მოდრიჩს 16 თამაშში გოლი არ აქვს გატანილი. იდეალური შანსია რეალისთვის უფასოდ გაძლიერდეს. სად იყურება ეს პერესი???
სარკაზმი
17 დეკემბერი 2018 21:09
19
საბურთალოს დაამშვენებდა მარტო ერთი სეზონით მაინც
მე
17 დეკემბერი 2018 20:04
9
"რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი არის, როგორც რუსული, ისე ევროპული კლუბებიდან".
.
პატივცემულო აგენტო, იქნებ ერთი კლუბი მაინც დაასახელო?! თორემ ისე არ ჰქნათ რომ ოქრი მერე ყახაზეთ-აზერბაიჯანში აღმოჩნდეს!
სიმართლე
17 დეკემბერი 2018 18:27
2
ოქრიმ რომ მოინდომოს ვარსკვლავი გახდება უნიჭიერესია მაგრამ ზარმაცია ეხლა შვებულებაშია და არამგონია ვარჯიშით თავი მოიკლას პირიქით გაზარმაცდება სამწუხაროდ ეგრრე მგონია , მთელ საქართველოს გვინდა მას რომ წარმატებული კარიერა ქონდეს მაგრამ სამწუხაროდ ცოტა დისციპლინაში მოიკოჭლებს . წარმატებები ოქრის
ტოტტი
17 დეკემბერი 2018 17:45
1
და რატომ არ ეძლეოდა სათამაშო დრო? ვისი ბრალია?
დემეტრე
17 დეკემბერი 2018 17:38
2
ტრამვების და ლეგიონერებზე ლიმიტის
ნიკა
17 დეკემბერი 2018 18:13
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული