რუსულმა საიტმა ოქრიაშვილის "კრასნოდარიდან" წასვლის მიზეზი თავისებურად განმარტა

AutoSharing Option
რუსულმა საფეხბურთო პორტალმა ქართველი ნახევარმცველის თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარიდან" წასვლის მიზეზი თავისებურად განმარტა.

soccernews-ი ტელეგრამ-არხ "Мутко против"-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ოქრიაშვილი პაველ მამაევის მეგობარია, რომელიც რამდენიმე ადამიანის ცემის გამო წინასწარ პატიმრობაში "ბუტირკას" ციხეშია.

საიტი ირწმუნება, რომ ზაფხულში ოქრიაშვილმა, მამაევმა, სტანისლავ კრიციუკმა, ანდრეი სინიცინმა, რომან შიშკინმა და იური კალინინმა ავსტრიულ შეკრებაზე თვითნებურად დატოვეს სასტუმრო, დილით კი ისინი მწვრთნელმა გამოიჭირა. მწვრთნელმა მათ სამედიცინო ტესტის ჩაბარება მოსთხოვა, მაგრამ ფეხბურთელებმა უარი განუცხადეს და საბოლოოდ ისინი დააჯარიმეს.

ოქრიაშვილის აგენტმა თემურ ლეფსაიამ თქვა, რომ მის კლიენტს სისტემატურად
თამაში არ უწევდა და ამიტომ გაწყვიტა კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი.

ოქრიაშვილმა 2016 წლიდან მოყოლებული "კრასნოდარში" 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ დავიჯერებ მაგას, ოქრი და რეჟიმის დარღვევა?დდდ
1
ეეე არა რა. ვის ვგულშემატკივრობ?! მთელი საქართველო შენს გამო წუხს განიცდის გქომაგობს. და ასე უნდა იქცეოდეს?
ბადრი
22:17 19-12-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული