უკრაინულ footboom-ზე ჟურნალისტმა ანტონ პროკოპოვმა პირველ წრეში "შახტარის" ასპარეზობა მიმოიხილა და ქართველი ლეგიონერის დავით ხოჭოლავას შესახებაც გამოთქვა მოსაზრება. გთავაზობთ ამონარიდს.
"და ბოლოს, მინდა "შახტარის" ცვლილებებზე ვილაპარაკო. ისინი მომწიფდა და დროა რაღაც შეიცვალოს. პაულო ფონსეკამ თქვა, რომ სურს მარცხენა ნახევარმცველის და მარჯვენა მცველის შეძენა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლბატის, ნემას, ბუტკოს და დანჩენკოს გუნდში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მე ფონსეკას ადგილზე დენტინიოს და ალან პატრიკის გაყიდვაზე და ცენტრალური მცველის შეძენაზე დავფიქრდებოდი. სწორედ ეს პოზიციაა ყველაზე პრობლემური. დავით ხოჭოლავა ვერა და ვერ
გახდა გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. ქართველი ძალიან ხშირად უშვებდა შეცდომებს და ევროპული ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეებთან დაპირისპირება არ შეუძლია. უკრაინის ჩემპიონატზეც არაერთხელ შეცდა.
შესაძლოა, ფონსეკა იქედან გამოდის, რომ რაკიცკი და კრივცოვი ჰყავს. ადრე თუ გვიან მწყობრში ჩადგება ორდეცი, დაცვის ცენტრის ჩაკეტვა კი მატვიენკოსაც შეუძლია. თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კლუბი ფინანსური ფეირ-პლეის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, ამიტომ სურვილიც რომ გქონდეს, უცბად მთელ გუნდს ვერ გამოცვლი.
თანაც, მოთამაშეთა გაყიდვით დიდ თანხას ვერ გამოიმუშავებ. მოთხოვნა არის მარლოსზე, ტაისონზე, ისმაილიზე, რაკიცკისა და სტეპანენკოზე. ისინი საკვანძო ფეხბურთელები არიან და მათი შემცვლელების მოძებნა ადვილი არაა. ვფიქრობ, ზამთარში ტრანსფერები განხორციელდება, მაგრამ ბევრი ახალწვეულის დამატებას არ უნდა ველოდოთ. 2-3 ფეხბურთელი გააძლიერებს დონეცკურ გუნდს, 2-3 კი ან სამუდამოდ წავა და ან გაანათხოვრებენ".
ლიგის თამაში კი ჩააგდო,მაგრამ გამოცდილება არ ააქვს და ამოქაჩავას ამასაც