sportliga.com: საბა კვირკველიამ მეტოქეს მინიმუმ ორი გოლი აჩუქა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე რუსეთს 2 კლუბი ჰყავდა - მოსკოვის ცსკა და მოსკოვის "ლოკომოტივი", ორივემ საკუთარ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მომავალ სეზონამდე გამოეთიშა.

რუსული გამოცემა sportliga.com-ი მათი კლუბების მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ თამაშს აფასებს, ჩვენი ყურადღება კი იმ მონაკვეთმა მიიპყრო, სადაც "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირველიაზეა საუბარი.

აი, რას წერს, გამოცემა მის შესახებ:

"ლოკომოტივი" მეტოქეს გამუდმებით ჩუქნიდა გოლებს, ამ დონეზე კონცენტრაციის ასეთი ნაკლებობა წარმოუდგენელია. გილერმე თითქმის ყველა გოლში დამნაშავეა, მინიმუმ ორი გოლი მეტოქეს საბა კვირველიამ აჩუქა,
6-დან 4 მატჩში "ლოკომოტივმა" გოლი ბოლო წუთებზე გაუშვა და ორჯერ (ორივეჯერ "შალკესთან") ეს მაშინ მოხდა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო და გუნდმა ფაქტობრივად მოპოვებული ქულები დაკარგა" - ვკითხულობთ sportliga.com-ზე.

ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის "ლოკომოტივმა" სულ 4 გოლი გაიტანა, 12 გაუშვა და 3 ქულით ბოლო - მეოთხე პოზიციაზე გავიდა.

altჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "შალკემ" კვირკველიას "ლოკომოტივს" ევროპა ლიგის გზა გადაუკეტა

მკითხველის კომენტარები / 3 /
კი ნამდვილად, მურთაზ ხურცილავა გაცილებით ძლიერი მცველი იყო!
aburjga
18:29 21-12-2018
0
ყოჩაღ საბა! ეგრე უნდა რუსებს!
ექსკლამაცია
15:47 21-12-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული