რუსული გამოცემა sportliga.com-ი მათი კლუბების მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ თამაშს აფასებს, ჩვენი ყურადღება კი იმ მონაკვეთმა მიიპყრო, სადაც "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირველიაზეა საუბარი.
აი, რას წერს, გამოცემა მის შესახებ:
"ლოკომოტივი" მეტოქეს გამუდმებით ჩუქნიდა გოლებს, ამ დონეზე კონცენტრაციის ასეთი ნაკლებობა წარმოუდგენელია. გილერმე თითქმის ყველა გოლში დამნაშავეა, მინიმუმ ორი გოლი მეტოქეს საბა კვირველიამ აჩუქა,
ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის "ლოკომოტივმა" სულ 4 გოლი გაიტანა, 12 გაუშვა და 3 ქულით ბოლო - მეოთხე პოზიციაზე გავიდა.
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: "შალკემ" კვირკველიას "ლოკომოტივს" ევროპა ლიგის გზა გადაუკეტა