მწვრთნელმა ჩაკვეტაძე განაცხადიდან გამოიყვანა - "გენტმა" "სერკლ ბრიუგე" გაანადგურა

AutoSharing Option
ბელგიის A დივიზიონის მე-20 ტურში "გენტმა" გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე 4:1 მოუგო საკუთარ მოედანზე "სერკლ ბრიუგეს".

მწვრთნელმა იეს ტორუპმა მართალია გუშინ მატჩის განაცხადში კი შეიყვანა ჩაკვეტაძე, მაგრამ რადგან ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არა აქვს, მისი თამაშისგან თავი შეიკავა და განაცხადიდან გამოიყვანა.

"გენტი" 31 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 26 დეკემბერს სტუმრად გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს "გენკს" შეხვდება.

გენტი. "შელამკო არენა"
გენტი - სერკლ ბრიუგე 4:1
გოლები: 1;0 დეჯაეგერე (17), 2:0 როსტედი (34), 3:0 დავიდი (54), 4:0 ოჯიდა-ოფოე (64), 4;1 გაკპე (84)
მკითხველის კომენტარები / 4 /
სულ არ გამიკვირდება თუ სატრანსფერო ფანჯრისთვის ამზადებენ და არ რისკავენ.
მერაბი
20:29 22-12-2018
0
კარგია, ცოტა სულს მოითქვამს. გარისკვა არ ღირს. არც ქვილოს მოუხდება აჩქარება. კარგად მოირჩინონ ტრამვები. წინ საკვალიფიკაციოა, გენერალური რეპეტიცია. აბა ევროპაზე, მარტო გასვლა არაფერია.ჯგუფი უნდა დასძლიონ.
ვასო
15:52 22-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული