"გენტის" მწვრთნელი: შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძე "გენკთან" ვიხილოთ, მისი ტრავმა სერიოზული არაა

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა როგორც ჩანს, სერიოზული არ არის.

როგორც "გენტის" მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი ამბობს, შესაძლოა გიორგი ხვალ, 26 დეკემბერს გასამართი მატჩის განაცხადში ვიხილოთ.

"გიორგი ჩაკვეტაძის მუხლზე ჩატარებულმა კვლევამ სერიოზული დაზიანება არ აჩვენა, დღეს მან რამდენიმე ვარჯიში შეასრულა, დავაკვირდებით მის მუხლს და შესაძლოა, ხვალ "გენკთან" მატჩში ვიხილოთ კიდეც" - ციტირებს იეტ ტორუპის სიტყვებს voetbalflitsen.be-ი.

ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა ბელგიის თასის მეოთხედფინალში "სენტ-ტრუიდენთან" მატჩში მიიღო.

მიმდინარე სეზონში 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" რიგებში ყველა ტურნირზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

alt

ქვილითაია გულშემატკივრებს ამშვიდებს - ჩაკვეტაძეს სერიოზული არაფერი არ სჭირს

alt"გენტის" საიტის ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძესა და მის მშობლებთან - "ყველაზე მნიშვნელოვანი ყაზახეთთან გოლი იყო" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართვწლი ტალანტი ძმა როგორ მინდა გაუმართლო ჩვენს ქვეყანას იმედები გიო ძმა გთხოვ არ იზარმაცო იმუშავე გვაჩუქე ქართველ ხალხს იმედი ოცნება შენ ყველაფერი გაქვს ბოლოს და ბოლოს გვაჩუქო ხალხს დამსახურებული ოქროს ბურთი მიდა ყველაფერი კარგი გისურვო მაგრამ გთხოვ იმუშავე ნუ გახდები მორიგი ტალანტი ვინაც ფულზე გაცვალა ყველაფერი წარმატებები
ვახო
14:28 25-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული