როგორც "გენტის" მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი ამბობს, შესაძლოა გიორგი ხვალ, 26 დეკემბერს გასამართი მატჩის განაცხადში ვიხილოთ.
"გიორგი ჩაკვეტაძის მუხლზე ჩატარებულმა კვლევამ სერიოზული დაზიანება არ აჩვენა, დღეს მან რამდენიმე ვარჯიში შეასრულა, დავაკვირდებით მის მუხლს და შესაძლოა, ხვალ "გენკთან" მატჩში ვიხილოთ კიდეც" - ციტირებს იეტ ტორუპის სიტყვებს voetbalflitsen.be-ი.
ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა ბელგიის თასის მეოთხედფინალში "სენტ-ტრუიდენთან" მატჩში მიიღო.
მიმდინარე სეზონში 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" რიგებში ყველა ტურნირზე 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქვილითაია გულშემატკივრებს ამშვიდებს - ჩაკვეტაძეს სერიოზული არაფერი არ სჭირს