"კრილია სოვეტოვის" პრეზიდენტი: ჯანო ანანიძე გვსურს, თუმცა...

AutoSharing Option
ჯანო ანანიძე რომ "სპარტაკს" ზამთარში დატოვებს, თითქმის გადაწყვეტილია.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა, შესაძლოა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელოს.

სამარული კლუბის პრეზიდენტი ვიტალი შაშკოვი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 26 წლის ნახევარმცველით დაინტერესებულები არიან.

"კრილია სოვეტოვს" ჯანო ანანიძე სურს, თუმცა ეს სრულყოფილი ტრანსფერი იქნება თუ იჯარა, ამაზე საუბარი ჯერ არ მსურს. გპირდებით, რომ ყველა ახალწვეულის შესახებ მაშინ გაიგებთ, როდესაც გუნდი მოსკოვში შეიკრიბება" - ციტირებს შაშკოვის სიტყვებს sport-express.ru.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძესთან ერთად კლუბს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

altჯანო ანანიძე

კარიერას დიდი ალბათობით "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

altჯანო ანანიძეს "სპარტაკის" დატოვების უწყება გაუგზავნეს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისე წერთ თითქოს მთხოვნელთა რიგი უდგეს, ადამიანმა წელიწადში 43 წუთი ითამაშა მასეთს გუნდიდან კი არა სახლიდან გააგდებენ, წელიწადში 2 მილიონ ევროს აძლევდე და 43 წუთი ითამაშოს ეგრე არ მოსულა ხალხო, სპარტაკს საგინებელი ასეთ ვარიანტში არაფერი აქვს.
vano
18:25 26-12-2018
7
ამას ქვია ტრანსფერი. ნაკრების მთავარი იმედი რომ კრილიაში ითამაშებს, საიდანაც ლორია გამოაბუნძულეს,მეტი უკეთესი რა უნდა ინატრო? გილოცავთ. ალბათ გუნდს აძლიერებენ რო არ გავარდეს. ისე სათამაშო პრაქტიკა კი ექნება წესით. იქაც თუ სკამზე დასვეს, შენ ეგა თქვი. ჯანო მეტის ღირსია, აქამდე რომ არ წავიდა სპარტაკიდან და რუსეთიდან საერთოდ, მგრამ ჩვენ რა დავაშავეთ.. ამდენი პერსპექტიულებით გავივსეთ.
iaSha
14:03 26-12-2018
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული