გიორგი არაბიძემ შესაძლოა კარიერა ჩერნიგოვოს "დესნაში" გააგრძელოს

AutoSharing Option
footboom.com-ის ჟურნალისტი სერგეი ლევჩენკო ირწმუნება, რომ ქართველი თავდამსხმელი გიორგი არაბიძე შეიძლება უკრაინაში დაბრუნდეს.

გამოცემის მტკიცებით, არაბიძის სამსახურით ჩერნიგოვოს "დესნაა" დაინტერესებული.

"დესნა" უკრაინის პრემიერლიგაზე 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-6 ადგილზეა და მის ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ლუკა კობერიძე იცავს.

არაბიძე ბოლო რამდენიმე მატჩის განმავლობაში "ნასიონალის" განაცხადში არ ყოფილა, სულ კი პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გიორგის "ნასიონალთან" ოთხსეზონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ის 2015-2018 წლებში "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, პირველ გუნდში კი 3-ჯერ ითამაშა.

transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ფასი 500
ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს და ჩაკვეტაძე კარგი დუეტი იქნებოდა დესნაში
Rrrrrr
13:06 28-12-2018
7
სადაც უნდა იქ ითამაშოს. ეგ რა ფეხბურთსაც თამაშობს, იმ ფეხბურთით ან მესი უნდა იყო, ან ეზოს გუნდში ითამაშო. ანუ ან ძააან მაგარი უნდა იყო დიდ გუნდში ან მაგარი უბანში. ჩვეულებრივი ესეთი მოთამაშე არის ტორმუზი გუნდისთვის. ვის რათ უნდა მაგის ბურთის წვალების ყურება, პორტუგალიაში რა ეგეთები აკლიათ?
kaira
11:17 28-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული