footboom.com-ის ჟურნალისტი სერგეი ლევჩენკო ირწმუნება, რომ ქართველი თავდამსხმელი გიორგი არაბიძე შეიძლება უკრაინაში დაბრუნდეს.
გამოცემის მტკიცებით, არაბიძის სამსახურით ჩერნიგოვოს "დესნაა" დაინტერესებული.
"დესნა" უკრაინის პრემიერლიგაზე 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-6 ადგილზეა და მის ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ლუკა კობერიძე იცავს.
არაბიძე ბოლო რამდენიმე მატჩის განმავლობაში "ნასიონალის" განაცხადში არ ყოფილა, სულ კი პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გიორგის "ნასიონალთან" ოთხსეზონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
ის 2015-2018 წლებში "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, პირველ გუნდში კი 3-ჯერ ითამაშა.
transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ფასი 500
ათასი ევროა.