წინა მატჩში გოლის გამტანი არაბიძე "ვიტორიასთან" არ ათამაშეს

AutoSharing Option
"ნასიონალის" მწვრთნელმა კოშტინიამ ქართველი ლეგიონერი გიორგი არაბიძე 28 დეკემბერს თასზე "ტონდელასთან" სათასო შეხვედრაში (1:2) შეუცვლელად ათამაშა, ის თავის გუნდში საუკეთესო იყო და გოლიც გაიტანა, მაგრამ პორტუგალიის ჩემპიონატზე "ვიტორიასთან" თადარიგში დატოვა.

"ნასიონალმა" გიმარეაშის "ვიტორიას" მე-15 ტურში 1:0 სძლია, 19 ქულით მე-11 ადგილზეა და 8 იანვარს სტუმრად ლიდერ "პორტუს" ხვდება.

გიორგიმ ამ სეზონში ტრავმის გამო ქვეყნის პირველობის მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გუნდმა მალევე გაიტანა გოლი, შესაბამისად არაბიძე აღარ იყო საჭირო. უფრო ისეთ ფეხურთელებზე გააკეთა აქცენტი, ვინც ნაკლებად უტევს, მაგრამ მეტს მუშაობს. შეტევა რომ დაჭირვებოდათ, მჯერა, შემოიყვანდა.
არაუშავს, მიეცემა კიდევ შანსი, მთავარია "პოსტსაბჭოეთისკენ" არ გამოიხედოს.
Modric
02:40 03-01-2019
0
ყველაფერი რიგზეა, მთავარია გიო მიჰყვეს მწვრთნელს, იგი ფორმაშია და ალბათ პორტუსთან ითამაშებს. მთავარია ვაისამ და კომპანიამ გაახილოს თვალი და ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს, ისე შესარჩევამდე ერტი ამხანაგური ასე ძნელია?
ვასო
11:46 03-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული