"კრილია სოვეტოვის" განვითარების დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა განაცხადა, რომ სამარული კლუბი მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველის ჯანო ანანიძის გადაბირებაში დაინტერესებულია, მაგრამ თავად 26 წლის ქართველ ფეხბურთელს გადასვლა არნემის "ვიტესში" სურს, რომელსაც რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკი წვრთნის.
"კრილიას" სურდა ჯანო, მაგრამ დღეს მას "ვიტესი" ურჩევნია. ჩვენ მას არ ვეწინააღმდეგებით. გვესმის სიტუაცია, ადამიანს ევროპაში სურს თამაში. თუ რამე არ გამოვიდა, ჩვენ მას დიდი სიამოვნებით ავიყვანთ, ის გვჭირდება", - თქვა შიკუნვმა Sport24-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანოს ხილვა "ვიტესში" პირადად სლუცკის სურს და
ანანიძეს დიდი ალბათობით იჯარით აიყვანენ.
ჯანო ანანიძემ მიმდინარე სეზონში "სპარტაკის" მაისურით სულ 3 მატჩში მიიღო მონაწილოება და ერთი საგოლე გადაცემი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ ანანიძის აგენტის თქმით 6 იანვარს ბევრი რამე გადაწყდება.