ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "დენ ბოში" იუწყება, რომ მათ გუნდში "ეინდჰოვენიდან" 22 წლის ნახევარმცველი ლევან ჟორდანია გადავიდა.
ლევანი გუნდს 2 იანვარს სევილიურ შეკრებაზე შეუერთდა და მას მალე კონტრაქტს ზაფხულამდე გაუფორმებენ, ხოლო თუ იმედები გაამართლა, ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებენ.
ის "ვიტესში", "ახილესსა" და "ეინდჰოვენის" დუბლებში თამაშობდა.
"დენ ბოში" 19 ტურის შემდეგ ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონში სატურნირო ცხრილში 40 ქულით პირველ ადგილზეა და 13 იანვარს გასვლაზე "დორდრეხტს" შეხვდება.
"დენ ბოშის" მფლობელი გასული წლის ზაფხულში 24 წლის კახი ჟორ
დანია გახდა. შეგახსენებთ, კახი და ლევანი თბილისის "დინამოს", "ვიტესისა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას შვილები არიან.