РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

AutoSharing Option
РИА Новости იუწყება, რომ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ამ დღეებში "სპარტაკიდან" "ვიტესში" გადავა.

გამოცემის ცნობით, ის არნემულ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

მისი სამსახურით "კრილია სოვეტოვი" იყო დაინტერესებული, მაგრამ ფეხბურთელმა კარიერის ჰოლანდიურ გუნდში გაგრძელება ისურვა.

ანანიძის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული გუნდის რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.

ჯანოს მათ გუნდში გადასვლას უკვე მიესალმებიან "ვიტესის" გულშემატკივრები და თავიანთ საიტზე მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნეს.

ანანიძემ "სპარტაკში" 11 წლის განმავლობაში იასპარეზა, მაგრამ გაკეთებული ორი ოპერაციის გამო უკანასკნელ ხანს სისტემატურად ვერ თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ეგრეთ წოდებული ძველი ბლატნოი სასტავიდან, მხოლოდ ჯანოსააქ შანსი გაცოცხლდეს როგორც ფეხბურთელი და კიდევ მაქვს ბოლო იმედი, რადგან ეგეთი ბიჭი, გენია, რასაც ქვია იშვიათია. ეხლა კი, რა ვიცი, კაცს 2 მძიმე ოპერაციაქაქ გადატანილი და გაქაჩავს კიი? გააჩნია რა ტიპის ტრამვებია, თუ ჯანზე იქნა, არ გაუჭირდება. ვიესში მით უფრო, თუ პრაქტიკა ექნა, მიაღწევს ბევრს, მიუხედავად დაგვიანებისა. წარმატებები.
ლევანი
06 იანვარი 2019 01:13
2
მე რატომღაც დარწმუნებულ ვარ რუსეთში თამაშს ყოველთვის ჯობია ჰოლანდიაში თამაში, მითუმეტეს ანანიძის სტილის მოთამაშისთვის. მთავარია ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი და დარწმუნებული ვარ გაიბრწყინებს!!!
sormona
05 იანვარი 2019 23:07
0
ერთი კვრის განმავლობაში იწერება უკვე ამთემის შესახებ, (ჯანო შეიძლება გადავიდეს, ვიტესში გადავა თუ კრილიაში?, ჯანო შეიძლება სპარტაკში დარჩეს) თქვე კაი ხალხო ამ დენ სჯაბაასს არჯობია თავად ჯანოსთან გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია მასზე უკეთ ვინ გაგცემთ პასუხს.
წარმატებები ჯანო, გამიხარდება თუ რუსეთიდან წამოხვალ.
merabi
05 იანვარი 2019 21:33
2
გილოცავ ჯანო 2019 წელს! წარმატებას გისურვებთ, დაანახე სპარტაკს თუ რა შეგიძლია! შენი იმედი გვაქვს, შენ, რომ თამაშობ ნაკრებში სულ სხა სილამაზე აქვს.
x.x
06 იანვარი 2019 15:18
0
ოქრიც გაიყოლე და კანფწეტ..
Chaachi
05 იანვარი 2019 22:28
0
მასე რა მოშორდით მაგ რუსეთს და უკრაინას
გოგა
05 იანვარი 2019 22:24
1
ხოშიანია ძმაო, ხოშიანი. მეც მივესალმები
Niko
05 იანვარი 2019 21:35
0
ხოშიანია ძმაო,ხოშიანი...!!!მივესალმები......
ბაჩო
05 იანვარი 2019 21:27
1
ხოშიანი კაი ოყო :)
ემირი
05 იანვარი 2019 22:03
1
ყველა ქართველმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი ქართული ტალანტების სასაკლაოა. იქ სადაც ფეხბურთს არ თამაშობენ , ტრამვას მიიღებს მხოლოდ ფეხბურთელი, ჯაგა არა, ხოდა დაანებეთ თავი ამ რუსეთს. მანდ შეილება ითამაშო კარიერის ბოლოს. ახალგაზრდა ტალანტს რა უნდა რუსეთში? უნახავმა რა ნახაო და დედიმისისო ნათქვამია, ხოდა ეგაა რა.პრინციპში პიროვნებაზეცაა, რა დონეც ხარ პიროვნულად ისე მოგეზღვევა. ეს ნაკრების ხელმძღვანელობასაც ეხება.
ვასო
06 იანვარი 2019 01:02
15
დემეტრაძე ჯაგა იყო და ფეხბურთს არ თამაშობდა? დაფრინავდა ალანიაში. ასათიანი? ან თუნდაც კვირკველია.
ნიჭი და შრომა ყველგან გაიკაფავს გზას.
ჯანოზე კიდევ აბა რა ვთქვა.. ძალიან კარგი ბიჭია, მაღალი სათამაშო ინტელექტით და მოედნის ხედვით. მაგრამ ფიზიკურად 16 წლის ბიჭის დონეზეა. ძალიან სუსტია. ჯანო მაინც არ ერქვას:)))
Irakliy
06 იანვარი 2019 13:59
2
ეს კი გაქაჩავს ვიტესში, მე იმის მეშინია სპარტაკმა არ დაიბრუნოს მერე ისევ
Zura
06 იანვარი 2019 16:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული