"გენტი" ესპანურ შეკრებაზეა - ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ქვილითაია გუნდთან ერთად

AutoSharing Option
"გენტი" ქართველ ლეგიონერებთან ერთად ესპანურ შეკრებაზე ალიკანტეში იმყოფება.

"გენტი" ამ ზღვისპირა ქალაქში გუშინ ჩავიდა და ვარჯიშს შეუდგა. დილით ფეხბურთელები პლაჟზე დარბიან, შემდეგ კი ბაზაზე ვარჯიშობენ.

გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოურჩენია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მას ახალ წლამდეც უნდოდა თამაში, მაგრამ მწვრთნელმა ნება არ დართო.

"გენტი" ალიკანტეში ერთი კვირა დარჩება, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და შემდეგ ბელგიაში დაბრუნდება.

ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველების გუნდი 20 იანვარს "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.

"გენტი" 21 ტურის შემდეგ 31
ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული