გადაწყდა - სამწუხაროდ ჯანო ანანიძე კარიერას "ვიტესში" კი არა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს სამწუხაროდ "ვიტესში" თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაეშალა და "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს კარიერას.

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.

"პრინციპული შეთანხმება "სპარტაკთან" უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო მედშემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.

ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს "როსტოვში" იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. ", - განაცხადა შიკუნოვმა.

იჯარა
"კრილიასთვის" უფასო იქნება, ხელფასის ნაწილს ფეხბურთელს "სპარტაკი" გადაუხდის.

როგორც იუწყებიან, ჰოლანდიის საგადასახადო კანონმდებლობის გამო ანანიძის "ვიტესში" გადასვლა "სპარტაკისთვის" ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო.

ანანიძე სამარულ გუნდში ალეკსანდრ სამედოვთან ითამაშებს, რომელთან ერთადაც "სპარტაკში" ასპარეზობდა.

"კრილია სოვეტოვი" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და "კრილია" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

alt"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით

altრომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო

მკითხველის კომენტარები / 51 /
ბოლომდე იბანძებს თავს ვერ გასცდა ამ რუსულ ფულს არ გამოვა ამისგან ლეგენდა არადა იყო შანსი სამწუხაროდ
გენო
19:05 08-01-2019
14
აქ "კლავიატურის პატრიოტების" საყურადღებოდ ეხლა თქვენც ბრაზილიის ნაკრებზე არ საუბრობდეთ კიდე 100 წელი სადაც არის იმ დონეს ვერ გასცდება და მეორე ვითომ ეხლა თქვენ ძაან გედარდებათ ნაკრები ან ანანიძე და სულ ღამეები არ გძინავთ ხომ იცით, მაგრამ იცი რა გალაპარაკებთ შურიიი??? შური როცა წაიკითხეთ რომ ვიღაც ქართველს 2 მილიონი ევრო ქონია ხელფასი, ანანიძე ევროპაში რომ წასულიყო მოხვდებოდა მაქსიმუმ ბეტისში, ბოლონიაში, ჯენოაში... ამის მეტს ვერ გაქაჩავდა, იქ მაქსიმუმ ხელფას მისცემდნენ წლიურ 500 ათას დოლარს, სპარტაკში კი იღებს 2 მილიონს, ანუ წლიურად მილიონ ნახევარს დაკარგავდა და ეხლა იანგარიშეთ თუნდაც 4 წლის მანძილზე რამდენს დაკარგავდა ფინანსური თვალსაზრისით, 6 მილიონს. ეს თანხა ნებისმიერს ვინც აქ კომენტარებს ვწერთ ან ვკითხულობთ მთელი ცხოვრება გვეყოფოდა ისე რომ საერთოდ რომ აღარ გვეშრომა. თქვენ კიდე ვითომ თქვენის მოკლე " ჭკუით" აქ ანანიძეზე ქილიკობთ, ანანიძეს საქილიკო რა აქვს ბინა მოსკოვში, ბათუმში, ქობულეთში, რამდენიმე ავტომობილი მათ შორის ბენტლი. ერთი თქვენ იყოთ მის მაგივრად და გნახავდით რომელ ევროპაში წახვიდოდით რუსეთის მაგივრად მაგრამ ღმერთმა ეგ ბედი არ გარგუნათ და აფრქვევთ ეხლა შურს აქ აბა მეტი რა დაგრჩენიათ, მაგრამ მაგით ვის რას დაუშავებთ საკუთარი თავების გარდა, შური ჩრჩილივითაა გარედან რომ არ ჩანს და შიგნიდან ღრნის ადამიანს
megre
01:25 09-01-2019
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული