21 წლის ფეხბურთელი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც "ჩიხურას" და გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელებს, მენეჯმენტსა და მთელ პერსონალს, სამწვრთნელო შტაბს, ბატონ სოსო ფრუიძეს! მე თქვენი დამსახურებით შევძელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და წარმატების მიღწევა. დიდი მადლობა ჩემს ყველა გულშემატკივარს, გია ჩიტაურს, ჩემს პირველ მწვრთნელებს: მიშა კობალაძეს და ლაშა გაფრინდაშვილს! თქვენს ამაგს არასოდეს დავივიწყებ და მაქსიმალურად ვეცდები, გავამართლო თქვენი იმედები." - წერს ირაკლი ბუღრიძე
ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში ირაკლი ბუღრიძემ 35 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ის ეროვნული ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.