13 აპრილს "ბეერსხოტის" შემტევმა ირაკლი ბუღრიძემ ბელგიის ჩემპიონატში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ეუპენთან" მატჩის (2:0) 28-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ცრუმოძრაოებიბით რამდენიმე მეტოქე ჩამოიშურა და თანაგუნდელს გადაცემა კარის წინ გაუკეთა, დანტე ვენზიერს კი გოლის გასატანად ბურთთან მხოლოდ მცირედი შეხება დასჭირდა.
ირაკლი ბუღრიძემ მოედანი 71-ე წუთზე დატოვა.
ქართველის "ბეერსხოტი" 4 ტურის შემდეგ ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "სენტ ტრუიდენს" 6 ქულით ჩამორჩება.